ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე „ავტორადიო“ სამედიცინო გადაცემების ციკლს იწყებს. გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ არის შემეცნებითი ხასიათის, ინტერაქტიული პროექტი, რომელშიც აქტიურად ერთვება მსმენელი. სამედიცინო გადაცემის სტუმრები საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები არიან. ყველა მათგანი საკუთარ სფეროში მოღვაწე, წარმატებული სპეციალისტია.
აქტუალური თემები და პრობლემები, მითები და ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები, სიმპტომების სწორი კვალიფიკაცია და დროულ პრევენცია – ეს ის თემებია, რომლებზედაც ექიმები ამ გადაცემაში იმსჯელებენ.
ყოველი გადაცემა ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება პირდაპირი ეთერის რეჟიმში დაუსვას კითხვები სტუმარს ნომერზე 2 38 13 85.
გადაცემა ერთსაათიანია და მოიცავს საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან თემას. მსმენელს აქვს საშუალება კითხვები დაუსვას ექიმს ავტორადიოს Facebook გვერდზეც.